geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00 (სწავლასთან შეთავსებით)

 

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის გუნდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • მონაწილეობა მიიღოთ MSSP-ის შექმნასა და SOCaaS-ის დანერგვის პროცესში.
  • შეისწავლოთ ისეთი სისტემების გამოყენება, როგორიცაა SIEM, Firewalls, IDS, Insider Threat Management, DLP, EDR, Vulnerability Management და სხვა;
  • შეისწავლოთ უსაფრთოხების შემთხვევების მონიტორინგი და მართვა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინციდენტის სიღმისეული ანალიზი, სხვადასხვა წყაროების კორელაციის გამოყენებით, ასევე გამოსწორების გზების და საფრთხის აღმოჩენის ახალი ანალიტიკური მეთოდების უზრუნველყოფა.
  • ინციდენტების დამუშავების, შეკავების, აღმოფხვრის და აღდგენის უზრუნველყოფა, რეპორტების წარმოება და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ესკალაცია.
  • კრიტიკულობის და აქტუალურობის განსაზღვრისთვის ალერტების შემოწმება და შესაბამის განყოფილებასთანკომუნიკაცია.
  • მიმდინარე სისუსტეებზე, შეტევებზე და სიახლეებზე ინფორმაციის მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით ინტერესი და ზოგადი ცოდნა.
  • განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ცოდნა ან გამოცდილება IT, ქსელური და ინფრასტრუქტურული პროდუქტების/სერვისების მიმართულებით.
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:

  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

 

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2024 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათამდე.

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული